„გვაქვს ამბიცია, რომ ტექნოლოგიური მიმართულებითაც ვიყოთ რეგიონული ჰაბი. ამისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა — ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაც სწორედ ამას ემსახურება“ – ლევან მაჭავარიანი

19

„გვაქვს ამბიცია, რომ ტექნოლოგიური მიმართულებითაც ვიყოთ რეგიონული ჰაბი. ამისთვის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა — ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაც სწორედ ამას ემსახურება“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ არა მხოლოდ ლოჯისტიკური ჰაბი გავხდეთ (რისთვისაც ამდენ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ, რათა დაკავშირებადობის კუთხით საქართველო იყოს რეგიონში მოწინავე ქვეყანა, და ეს ასეც იქნება), არამედ შუა დერეფანიც გვაძლევს ამის საშუალებას და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ პოტენციალს, რასაც იძლევა ჩვენი ადგილმდებარეობა, ღმერთისგან ბოძებული ჩვენი ლოკაცია.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვაქვს ამბიცია, რომ ტექნოლოგიური მიმართულებითაც ვიყოთ რეგიონული ჰაბი. ამისთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა — ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაც სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ ვნახეთ, რა შენობაზეა საუბარი, რა ფუნქციები შეიძინა ამ შენობამ. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენს ეკონომიკაში ბოლო წლებში ძალიან დიდი წილი უკავია საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მიმართულებას. ბევრი რამ გამარტივებულია, მით უმეტეს სტარტაპერებისთვის, ვინც ინოვაციების მიმართულებით მუშაობს. საგადასახადო სისტემა თავიდან ბოლომდე მათზეა მორგებული, რომ მაქსიმალური წახალისება ჰქონდეთ. ეს მომავლის თემაა, რა თქმა უნდა, და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ეს მიმართულება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.