„ტყვიას ძალიან უფრთხილდებიან გასროლამდე, თორემ როცა გაისვრიან, მერე უკვე მისი ბედი აღარ აინტერესებთ — აი, ამ გასროლილი ტყვიის ფუნქციას ასრულებს უკრაინა“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ განაცხადა.
„უკრაინის ბედი არავის აინტერესებს — არც მათ, ვისი პროქსიც არის. პირველ რიგში, ალბათ, ისევ რუსებს აინტერესებთ.
ჩვენც კიდევ ვიღაც-ვიღაცები ძალიან გვამუნათებდნენ და შურდათ ეს როლი, მაგრამ მე, მაგალითად, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვიღაცის კოცონში შესაკეთებელი ფიჩხი ვიყოთ.
არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ფრონტის წინა ხაზზე დადგე, არ არის აუცილებელი მსოფლიო ნიუსების ტოპ-ათეულში მოხვდე ნეგატიური კუთხით (ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან), მთავარია, ჩვენს საქმეს მივხედოთ. ჩვენი საქმე კი არის ჩვენი ეკონომიკა, რომელიც იზრდება — ეს ძალიან კარგი ზრდაა, შესანიშნავია. საქართველო ასი პროცენტით ავტარქიულ ეკონომიკას ვერ მიაღწევს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.


