ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ანჯაფარიძე წერს, აღნიშნული ფაქტი ევროპაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება და აღნიშნავს, რომ „მილიარდები უკრაინისთვის იხარჯება, შედეგად კი გაკოტრებული კომპანიების რიგები დგება“.
“ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა და საიმედოობაზე გამოცდილმა გერმანულმა ბატარეების მწარმოებელმა კომპანია Varta AG-მ და მისმა სამმა შვილობილმა კომპანიამ გაკოტრება გამოაცხადეს.
ასეა, ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა “რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში” , – წერს ანჯაფარიძე.


