2026 წლის 6 თვეში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22 პროცენტით გაიზარდა და 9.7 მლნ ტონა შეადგინა

7

2026 წლის 6 თვეში საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22 პროცენტით გაიზარდა და 9.7 მლნ ტონა შეადგინა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 409,397 TEU (ზრდა +9%).

აღნიშნული შედეგი ბოლო ათწლეულში, წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2026 წლის 6 თვეში ნავსადგურებმა / ტერმინალებმა ისეთი ტვირთები გადაამუშავეს, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა. ესენია: ფოლადისა და სხვადასხვა სახის მილები, ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები, აგრეთვე თხევადი ტვირთების რამდენიმე სახეობა. ასევე, მკვეთრად მოიმატა სხვა ტვირთების მოცულობებმა.