თამარ ჩერგოლეიშვილი ნინო ჟიჟილაშვილის შესახებ: „ახალგაზრდებო, არაფერი ისე არ გააკეთოთ, როგორც ამ პოსტსაბჭოთა კორუმპირებულმა დეზინფორმატორმა გასწავლათ. ზოგადად დაივიწყეთ, რომ ეს არაკეთილსინდისიერება გასწავლიდათ“

8

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნინო ჟიჟილაშვილი სტუდენტებს მიმართავს: „იმუშავებთ ისე, როგორც გასწავლეთ? იქნებით კეთილსინდისიერები?“

„ახალგაზრდებო, არაფერი ისე არ გააკეთოთ, როგორც ამ პოსტსაბჭოთა კორუმპირებულმა დეზინფორმატორმა გასწავლათ. ზოგადად დაივიწყეთ, რომ ეს არაკეთილსინდისიერება გასწავლიდათ. ეს ჩემი რჩევაა; არ გაძალებთ, ცხადია – უბრალოდ, გამოგადგებათ, ვინც გაითვალისწინებთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.