დავით ჯაფარიძე: „2024 წელს გამოცხადდა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, ანაზღაურებადი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეგიდით, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, დავსაქმებულიყავი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში“

7

„აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, ახალგაზრდებმა მიიღონ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, გაეცნონ სახელმწიფო საქმიანობას და, ასევე, პროგრამის მიზანა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, არ ჩამორჩნენ აკადემიურ დღის წესრიგს“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით ჯაფარიძე, რომელიც უწყებაში პრემიერის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა.

„2024 წელს გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ეგიდით, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, დავსაქმებულიყავი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში. დროის ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან თემებზე მომიწია მუშაობა; შესაძლებლობა მქონდა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში, გავიცანი ბევრი ახალი პროფესიონალი ადამიანი, რომელთან ერთადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ დავსაქმდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში და ვასრულებ დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ვალდებულებებს“, – აცხადებს დავით ჯაფარიძე.