„გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა“ – ალექსანდრე დარახველიძე

7

„გუშინდელი ბანერები, რაც მათ ჰქონდათ გამოქვეყნებული, გარდა ამ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, რასაც იყენებდნენ აქციის მსვლელობის დროს, ეს არ ჯდება არც შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე თქმით, სამართლის წარედგინება ყველანაირი მტკიცებულება.

„ჩვენ ყველა მტკიცებულებას წარვუდგენთ სასამართლოს იმისთვის, რომ დადასტურდეს მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და თუკი სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს, ბუნებრივია მათთან მიმართებაში გამოყინულ იქნება კანონით გათვალისწინებული ის ადმინისტრაციული სანქციები, იქნება ეს ჯარიმა თუ ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის გაწერილი“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.