“ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა. ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი – მშვიდობაა, სადაც თავისუფლება – მონობაა, ხოლო უმეცრება – ძალაა”, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დაკავებულ აქტივისტებზე.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების პროტესტის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლება არ არის.
„ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ, „სააკაცუკეთის“ წარმომადგენელმა ავარიის შედეგად სხვა ადამიანს სიცოცხლე მოუსწრაფა და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დაეკისრა, „სააკაცუკეთის“ წარმომადგენელი და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იტყვის, რომ ადამიანი დააკავეს მანქანის ტარებისთვის.
აი, ამ ნარატივში სხედან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებაა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის დაწვის მცდელობა – ეს არის გამოხატვის თავისუფლება, ხოლო სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობა და, რეალურად, ამბოხი – ეს არის დემოკრატიისთვის ბრძოლა.
ამ ნარატივებით ისინი ძალიან ჰგვანან ჯორჯ ორუელისეულ სამყაროს, სადაც ომი – მშვიდობაა, სადაც თავისუფლება – მონობაა, ხოლო უმეცრება – ძალაა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
პოლიციამ თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა. მათ საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს.


