„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომიტოვო პარკის სრულად განახლებას. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სატვირთო გადაზიდვები. გავხდეთ გაცილებით ეფექტიანები და გვქონდეს გაცილებით სწრაფი რკინიგზა,“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნეს პარტნიორი“.
საქართველოს რკინიგზა 45 თანამედროვე სატვირთო ელმავალს შეისყიდის, რის შემდეგაც კომპანიის სალოკომოტივო პარკი სრულად განახლდება.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განცხადებით, ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ასევე ხარისხი და გამოცდილება.
„ეს არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის ტენდერი. შესაბამისად, ისეთი მაღალი სტანდარტი გვაქვს აღებული, რომ მასში მონაწილეობის მიღება და გამარჯვებაც საუკეთესო მწარმოებლებს შეეძლებათ“, – აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.


