„მე მაგ ჟურნალისტებს საერთოდ არც ერთს არ ვიცნობდი და ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, იმიტომ, რომ დაეზოგა ფული და სასტუმროში არ დარჩენილიყო, PACE-ზე გასაშუქებლად რომ გამოჰყავდათ-ხოლმე“, – განაცხადა „ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, „ფორმულას” ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის შესახებ Palitra News-ის ეთერში.
ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ის მას შემდეგ „შედგა“ ჟიჟილაშვილს, რაც მიუვიდა ხმები იმის შესახებ, რომ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თუ არ ჩამოსცილდებოდა, ეთერი დაებლოკებოდა.
„ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს – ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება – მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს,” – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.


