თენგიზ შარმანაშვილი – ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს: “ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, იმისგან განსხვავებით, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება”

11

“ამ ერთხელ გიპასუხებ.

საქართველო სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციაშია. ამ სასამართლოს ჯერ არ შეუფასებია უარყოფითად გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხზე. ამაზე ვსაუბრობ მე, რაც ძნელი გასაგები არ უნდა იყოს. აქ პოლიტიკასთან კი არა, სასამართლო პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. თუ სტრასბურგი მიგვითითებს, რომ საქართველოს სასამართლოებმა არასწორად გამიჯნეს სიძულვილის ენა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სახელმწიფო ამას აუცილებლად არასრულებს. ერთიც: მაშინ გერმანიისა და ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკაც გადასახედი იქნება”, – ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.

შარმანაშვილისა და ჯაფარიძის დაპირისპირება აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულმა კომენტარმა გამოიწვია, რომელიც საჯარო შეურაცხყოფის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულ კანონმდებლობას ეხება. აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით დაწერილ შარმანაშვილის განცხადებას კი მოჰყვა ჯაფარიძისგან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფა.

„რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი: მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, იმისგან განსხვავებით, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება“, – წერს შარმანაშვილი.