თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ: “ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებითა და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია, გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს”

8

“ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია, გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

“მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, ის სათანადო ზომებს კანონის
ფარგლებში მიიღებს.

კულტურული და ეროვნული ინტერესების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია, რათა თვითმყოფადობა, ისტორიული მეხსიერება და სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ.

მავანთა მიმართ ამ ორგანიზაციის მიმართ გამოვლენილი უარყოფითი განწყობები მის საჭიროებას კიდევ უფრო ამტკიცებს.

კულტურული და ეროვნული ფასეულობების დაცვაზე რეაგირება აუცილებელია და ის, მკაფიო პრინციპებთან ერთად, საზოგადოების მაღალ ჩართულობას, ტრადიციების გააზრებასა და პატივისცემას მოითხოვს.

ახალი ორგანიზაცია ამ მიზნის მისაღწევად ეფუძნება ღიაობას, კანონიერებასა და ხალხთან მჭიდრო კავშირს და, ვფიქრობ, კულტურული და ეროვნული ფასეულობების დასაცავად დამატებითი დამცავი ფარის ფუნქციას შეასრულებს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.