ირაკლი ქადაგიშვილი: “სანამ საქართველო იქნება; სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა; უამრავ ქართულ, აღდგენილ, უძველეს ეკლესიაში შევა; სანამ რუსთაველის თეატრში, ოპერის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში, თსუ-ის შენობაში, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშით დატკბება, რა თქმა უნდა, იქ, ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება”

7

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი “ქართული ოცნების” წევრებისა და მხარდამჭერების მიერ პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაწერილ პოსტს ეხმაურება.

“სანამ საქართველო იქნება; სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა; სანამ ქართველი კაცი უამრავ ქართულ, აღდგენილ, უძველეს ეკლესიაში შევა; სანამ ქართველი კაცი რუსთაველის თეატრში შევა, ოპერის თეატრში შევა, მარჯანიშვილის თეატრში შევა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შევა, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა და მრავალ ადგილზე შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშით დატკბება, რა თქმა უნდა, იქ ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.