ლევან მაჭავარიანი: „ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს“

8

„ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის ძალიან მძიმე.

„ამას წლების განმავლობაში ვაკვირდებით და სწორედ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი იმისა, თუ რატომ არის დღეს საზოგადოება ასეთი პოლარიზებული. ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს. ეს ზღვარი არის ძალიან მკაფიო და სიტყვის თავისუფლებას ნამდვილად არ წარმოადგენს სხვა ადამიანის შეურაცხყოფა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.