ნიკოლოზ მეტრეველი „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ: “როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები“, სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები, ეს ხანგრძლივი, თანმიმდევრული და, ხშირად, საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობაა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს”

9

“როდესაც ოპოზიციაში ირონიულად კითხულობდნენ – „რას დადიან შორეულ ქვეყნებში ქართული დელეგაციები“, სწორედ ეს არის პასუხი. დიპლომატია არ არის მხოლოდ ოფიციალური შეხვედრები და ფოტოების გადაღება. ეს არის ხანგრძლივი, თანმიმდევრული და, ხშირად, საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი მუშაობა, რომლის შედეგიც დროთა განმავლობაში ჩანს”, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი

„ნაურუსთან მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციას, პარტნიორებთან მუდმივ ურთიერთობასა და ქვეყნის პოზიციების თანმიმდევრულ წარდგენას.

ასეთ საკითხებში ერთი შეხვედრა ან ერთი ვიზიტი არაფერს წყვეტს; შედეგი სწორედ სისტემური მუშაობის ნაყოფია.

აქედან გამომდინარე, როდესაც კონკრეტული შედეგი დგება, მნიშვნელოვანია მისი დაფასება.

ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო გუნდს, დიპლომატიურ კორპუსს მაკა ბოჭორიშვილის მეთაურობით და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ეროვნული ინტერესების დასაცავად მიზანმიმართული და ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა რეალურ შედეგებს იძლევა”, – წერს მეტრეველი.