“კი მაგრამ, “ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა“ რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, “სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ პირობებში მოახდინა?” – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, რომელიც ეხმაურება ნაურუს რესპუბლიკის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
,,როგორ, კაცო, “ივანიშვილის რუსული რეჟიმი“ იმას არ უნდა “ჩალიჩობდეს”, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების დამოუკიდებლობა რაც შეიძლება მეტ სახელმწიფოს აღიარებინოს? და ამ დროს, ვინც “სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ დროს აღიარა, ისინიც აუქმებენ!
მართლაც საკვირველნი არიან გზანი ჯო უილსონისანი და გიგა მაქარაშვილისანი!“ – წერს ჯაბა ხუბუა “X-ზე”.


