გურამ მაჭარაშვილი: “დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით, საკმაოდ ეფექტიანი იქნება ამ საკითხების როგორც გადაწყვეტა, ისე სამომავლოდ დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლება, რომ უფრო უკეთესად განვავითაროთ რეგიონები”

9

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასა და ამ თანამდებობაზე მომავალში მამუკა მდინარაძის მუშაობის მოსალოდნელ ეფექტს აფასებს.

„ჩვენ – „ხალხის ძალას“ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომლებიც ჩერდებოდა და გარკვეულ ბიუროკრატიას ექვემდებარებოდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძის სახელმწიფო მინისტრობის პირობებში, რეგიონული განვითარების კუთხით, საკმაოდ ეფექტიანი იქნება ამ საკითხების როგორც გადაწყვეტა, ისე სამომავლოდ დაგეგმვა, თუ როგორ შეიძლება, რომ უფრო უკეთესად განვავითაროთ რეგიონები”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. მას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავ შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.