ევროკავშირმა, კიევისთვის 8,35 მილიარდი ევროს სასესხებლად, უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანა

7

ევროკავშირმა, კიევისთვის ფულის სასესხებლად, უკრაინის რეფორმების გეგმაში ცვლილებები შეიტანა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ევროკავშირი 2026 წელს უკრაინას დამატებით 8 მილიარდ 35 მილიონ ევროს რამდენიმე ეტაპად გადასცემს. თუმცა, ამ დახმარების მისაღებად კიევს რამდენიმე პირობის შესრულება მოუწევს,
მათ შორისაა უცხოეთიდან ამანათებზე საგადასახადო შეღავათების გაუქმება, ციფრული პლატფორმების დაბეგვრის შესახებ კანონის მიღება და კორუფციასთან ბრძოლის რეფორმების გატარება.