გიორგი კახიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: „ძალიან პოზიტიური ინფორმაცია გაიგო ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ და ეს ყველაფერი არის არაღიარების პოლიტიკის შედეგი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ არაღიარების პოლიტიკაა“

6

„ძალიან პოზიტიური ინფორმაცია გაიგო ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ და ეს ყველაფერი არის არაღიარების პოლიტიკის შედეგი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ არაღიარების პოლიტიკაა. ერთი მხრივ დეოკუპაცია და მეორე მხრივ არაღიარების პოლიტიკა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს დიდი გამარჯვებაა, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ასევე პარტნიორების მხარდაჭერისა.

„ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობას წარმოაჩენს ის ფაქტიც, რომ ყოველ წლიურად გაეროში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით შედგენილ რეზოლუციის ინიციატივას უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს. ესეც არაღიარების პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ამ საგარეო პოლიტიკის სწორ, თანმიმდევრულ საქმიანობაზე მიუთითებს“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 21 ივლისით თარიღდება.