“Der Spiegel-ი”: “ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას განიხილავენ”

11

“ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელობა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის მეთაურის პოსტიდან შესაძლო წასვლას განიხილავს”, – წერს “Der Spiegel-ი” პარტიაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ეს საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში სამი ფედერალური მიწის რეგიონული პარლამენტების სექტემბრის არჩევნების შემდეგ დადგეს.

“Der Spiegel-ის” წყაროები ამტკიცებენ, რომ ქდკ-ის შიგნით იზრდება უკმაყოფილება პარტიაში არსებული მდგომარეობით და მერცის ავტორიტეტი მისი თანამებრძოლების ნაწილში ეცემა.

2026 წლის სექტემბერში არჩევნები უნდა გაიმართოს ბერლინის, საქსონია-ანჰალტისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ პარლამენტებში.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, რომლებსაც “Der Spiegel-ი” ეყრდნობა, შედეგები ქდკ-ისთვის, შესაძლოა, არახელსაყრელი აღმოჩნდეს. არჩევნების შემდეგ, როგორც გამოცემის რესპონდენტები აცხადებენ, ამ ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებმა, შესაძლოა, მერცს კანცლერის თანამდებობის დატოვების წინადადებით მიმართონ.

სავარაუდო შემცვლელად წყაროები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრს, ჰენდრიკ ვუსტს ასახელებენ.

ჟურნალის ინფორმაციით, მას ქდკ-ის თავმჯდომარისა და ფედერალური მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად განიხილავენ.