NATO სერიოზულად ჩამორჩება რუსეთს და ათწლეულზე მეტი დასჭირდება იმისათვის, რომ მოსკოვის საბრძოლო შესაძლებლობების ნახევარს მაინც გაუტოლდეს”, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა მთავარსარდალმა და ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ.
ზალუჟნიმ ასევე აღნიშნა, რომ NATO კვლავ იმ ილუზიით მოქმედებს, თითქოს მომავალი კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომის სცენარით წარიმართება.
„დიდი ალბათობით, NATO შეინარჩუნებს არსებულ სახეს და, უკრაინის მსგავსად, 12 წელი დასჭირდება იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რაც რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრამდე მაინც მისასვლელადაა საჭირო“, – განაცხადა მან კიევში, უკრაინის ელჩების შეხვედრაზე.
თუმცა მან აღიარა, რომ კიევს სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო ტექნოლოგიები, რომლებსაც NATO-ს წევრი ქვეყნები ფლობენ. მისი თქმით, ალიანსი კვლავ იმ „დოქტრინებით“ ხელმძღვანელობს, რომლებიც ნაცისტურ გერმანიასთან ომის დროს ჩამოყალიბდა.
„მე ძალიან კარგად ვიცნობ NATO-ს. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვმუშაობდი NATO-ს სტანდარტების დანერგვაზე და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ, თითქოს, ალიანსში გაწევრიანების ზღვარზე ვიყავით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით“, – დასძინა მან.


