“უკრაინაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის რეიტინგში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ლიდერობს”, – ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეიტინგში მეორე ადგილზეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი, ხოლო მესამე ადგილზე – უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ „მადიარ“ ბროვდი.
კვლევის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.
კერძოდ, გამოკითხვის შედეგების მიხედვით: ვალერი ზალუჟნის სრულად ენდობა 27.8 %, ნაწილობრივ ენდობა 37.1 %, ნაწილობრივ არ ენდობა 11.6 %, საერთოდ არ ენდობა 18.1 %;
მიხაილო ფედოროვს სრულად ენდობა 26.8 %, ნაწილობრივ ენდობა 37.8 %, ნაწილობრივ არ ენდობა 8.5 %, საერთოდ არ ენდობა 16.4 %;
რობერტ „მადიარ“ ბროვდის სრულად ენდობა 25.4 %, ნაწილობრივ ენდობა 25.8 %, ნაწილობრივ არ ენდობა 7.4 %, საერთოდ არ ენდობა 17.7 %.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილო დრაპატი (24 %) და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი(23.8 %).
ვოლოდიმირ ზელენსკის სრულად ენდობა გამოკითხულთა 18 %, ნაწილობრივ ენდობა 24.5 %, ნაწილობრივ არ ენდობა 17 %, ხოლო საერთოდ არ ენდობა 37 %.
გამოკითხვა საზოგადოებრივი კვლევების ცენტრმა, „სოცისმა“ 2026 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2000-მა რესპონდენტმა. ცდომილება 2.6 პროცენტია.


