ნიკოლ ფაშინიანი: “ევროკავშირს სომხეთზე გავლენის არანაირი ბერკეტი არ აქვს”

11

“ევროკავშირს სომხეთზე გავლენის არანაირი ბერკეტი არ აქვს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის მტკიცებით, თუ ვინმეს აქვს სომხეთზე ზეწოლის ბერკეტი, ეს არ არის ბრიუსელი, დასავლეთი, სამხრეთი ან აღმოსავლეთი.

„რაც შეეხება სომხეთის პოლიტიკას, ეს სიახლე არ არის: ჩვენ, ყველა სახელმწიფოს მსგავსად, დივერსიფიკაციის პოლიტიკას ვატარებთ. ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.