“ომის დროს აზერბაიჯანმა ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია”, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პეზეშკიანმა ბაქოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა აზერბაიჯანის დახმარება ომის პერიოდში. მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა სატრანსპორტო მარშრუტები, ასევე განახლდა ირანის ბანკისა და საელჩოს მუშაობა.
„ომის დროს ისინი მნიშვნელოვნად დაგვეხმარნენ სხვადასხვა მარშრუტით – როგორც რუსეთიდან მოწოდებით, ისე საკუთარი მარაგებით. ისინი გვეხმარებოდნენ ყველაფერში, რაც გვჭირდებოდა. ერაყზეც იგივე შეიძლება ითქვას“, – განაცხადა პეზეშკიანმა.


