ვახტანგ ცინცაძე: “სტაჟირების პროგრამაზე მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება”

51

“სტაჟირების სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი გამოცდილება და, რაც ყველაზე მთავარია, საჯარო სამსახურში დასაქმდნენ”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

„აღნიშნული საკითხი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორისთვისაც, რადგან მისი საქმიანობა უშუალოდ ქვეყნის საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას ემსახურება.

შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი როგორც სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულების ცოდნისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და შევქმნათ შესაძლებლობები მათი საჯარო სამსახურში დასაქმებისა და პროფესიული რეალიზაციისთვის“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.