„Neue Zürcher Zeitung“: “გასულ წელს გერმანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 612 მილიონი ევრო გამოყო გეი ფესტივალებისა და საზღვარგარეთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის”

47

“გასულ წელს გერმანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 612 მილიონი ევრო გამოყო გეი ფესტივალებისა და საზღვარგარეთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის”, – ნათქვამია „Neue Zürcher Zeitung-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თანხები გამოყენებულ იქნა ლგბტქ+ ორგანიზაციებისა და ფემინისტების მხარდასაჭერად.

კერძოდ, სკოპიეში გერმანიის საელჩომ დააფინანსა წარმოდგენა ჩრდილოეთ მაკედონიაში შიდსით დაავადებული პაციენტის შესახებ, რომელიც „რვა ვაგინიანი ანგელოზის“ ხილვებს განიცდის.

გერმანიის ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ უცხოური დახმარება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გაამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ სინამდვილეში, წინა მთავრობის პოლიტიკა დიდწილად შენარჩუნდა და ახალი განვითარების პროექტების 93%-ში გენდერული თანასწორობის გათვალისწინებაა საჭირო.