რიგა გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრი ანდრის კულბერგსი აცხადებს, რომ მოსკოვთან დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები იღებენ.
როგორც კულბერგსმა „POLITICO-ს“ განუცხადა აღნიშნული თანხები ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტიდან, მათ შორის ახალი კონკურენტუნარიანობის ფონდის ფარგლებში, უნდა გამოიყოს, რათა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაზრდილი თავდაცვის ხარჯები და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მკვეთრი შემცირებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების კონპენსირება მოხდეს.


