ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა:
„კაჟაია ბულავას პირდაპირი მემკვიდრე, მევახშე-წურბელა!
სულით ნიკიტას “კამსამოლა”!
ხალხის ქონების მიმთვისებელი! ადამიანების საცხოვრებელი ბინებიდან გამომყრელი!
თავად მისივე თქმით, რუსეთში კორუფციული გზით გამდიდრებულ- გაზულუქებული!
ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი!
ეროვნული სიმდიდრის “ბორჯომის” ოკუპანტზე მიმყიდველი!
სააკაშვილის მწამებლური სისტემის აპოლოგეტი!
მიჰასდროინდელი ორდენების კავალერი!
სასამართლოს მიერ ხანდაზმულ თაღლითად შერაცხული!
ცნობილი ძუნწი და ხელმოჭერილი ანუ ისეთი, რომელსაც ვერც ერთ კაპიკს, თეთრს და ცენტს ვერ გააგდებინებდი და გააგდებინებ ხელიდან!
რომელსაც ერთი სამლარიანი კანფეტი არ ექნება სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ნაყიდი!
და ერთი სამლარიანი საღებავი – სკოლისთვის
“ი პროჩე, ი პროჩე” მამუკა ხაზარაძე!
ბედავს და, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს ემუქრება რეპრესიებით!
ნუ, რა შეიძლება ითქვას: მამუკა, იგივე ხაბე – ორი!
ბეჭდით ხაზარაძე=ხაბე2= ნიკიტისტ-ნეოტროცკისტს!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


