„ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები, მკაფიოდ და უპირობოდ უარვყოფთ ამ ანტისახელმწიფოებრივ, კრემლისტურ ნარატივებს. მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ თუ პროფესიულ გაერთიანებებს – გავაცნობიეროთ მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი, არ ავყვეთ რუსული პროპაგანდის მიერ თავსმოხვეულ დეზინფორმაციასა და შუღლს, მტკიცედ დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს, როდესაც საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს ემუქრება, საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის შენარჩუნების უალტერნატივო გზა სამოქალაქო სიმტკიცისა და ერთიანობის გამოჩენაა”, – აღნიშნულია “ენჯეოების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ჩვენი, საქართველოს მოქალაქეებისა და პატრიოტების, ვალია, გავაკეთოთ ყველაფერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის; ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე დააბრუნებს და საბოლოოდ გაათავისუფლებს რუსული ოკუპაციასა და გავლენისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.


