რიკარდ იოზვიაკი: „ისლანდიის უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე გაფართოების პროცესისთვის დარტყმაა და სხვა კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანებასაც შეაფერხებს“

44

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

„ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმა დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის. მას შეეძლო დაეჩქარებინა ეს პროცესი, განსაკუთრებით მონტენეგროსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ალბანეთისთვის“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს.