ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება“

40

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი სოციალურ ქსელ „X-ში“ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა.

„ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე აღარ გაგრძელდება.

ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კვლავ მყარად დაეფუძნება ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის: ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.