„ირაკლი ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა”, – განგვიცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩვენი კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულის შვილებთან პაემანი გაუქმდა.


