დონალდ ტრამპი: “მინდა, ვლადიმერ პუტინთან სამიტი მაშინ გავმართოთ, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად ვიქნებით და როცა ომი დასასრულს მიუახლოვდება”

48

„მე თუ მოვინდომებდი, ის ამას გააკეთებდა, მაგრამ მე მინდა, ეს მაშინ გავაკეთოთ, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად ვიქნებით. ჩვენ გვინდა, კარგი ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან, უკრაინასთან, ყველასთან. ეს ბიზნესისთვის შესანიშნავი იქნება. რუსეთს დიდი და ძალიან ღირებული მიწები აქვს. იქ ბევრი კარგი რამ ხდება. ჩვენ კიდევ ერთი სამიტის გამართვა შეგვეძლო. ვფიქრობ, ამას დაუყოვნებლივ შევძლებდი. მინდა, ეს მაშინ გავაკეთოთ, როდესაც ეს ომი დასასრულს მიუახლოვდება. ვფიქრობ, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას.

„ორ პრეზიდენტს შორის უზარმაზარი მტრობაა, მაგრამ ვფიქრობ, ისინი უკვე საკმაოდ ახლოს არიან. დრო ახლოვდება. როგორც ჩანს, მათ ახალი ენერგია შეემატათ. ორივესთან ვმუშაობ და ვფიქრობ, ისინი ომს შეწყვეტენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.