ეკა სეფაშვილი: “ის ფაქტი, თუ  სააკაშვილი არ ჩაუდგება ოპოზიციას სათავეში და არ მიიღებს მონაწილეობასარჩევნებში, რატომ იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამაზიანებელი?”

90

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიდიდი გაუგებრობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინიქნება მათი ლიდერი და ვინ წარუძღვება არჩევნების პროცესს იქიდან გამომდინარე, რომმათ ლეგიტიმურ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი არაქვთ,” – აღნიშნახალხის ძალისწევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა შეაფასა ოპოზიციური სპექტრის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომსააკაშვილის საპატიმროში ყოფნა ვერ უზრუნველყოფს კონკურენტულ არჩევნებს.

განცხადებები სააკაშვილთან დაკავშირებით რეალობას მოკლებულია, იქიდანგამომდინარე, რომ  რამდენადაც მე ვიცი ის უკრაინის მოქალაქეა და ამას ხაზს თავადაცუსვამდა თავის გამოსვლებში, როდესაც ამბობდა, რომ უკრაინა მის გულშია, ხან  ქართულადსაუბარი არ ესმოდა, ხან უკრაინის ეროვნულ სამოსში ჩაცმული გვევლინებოდა.

ის ფაქტი, თუ  სააკაშვილი არ ჩაუდგება ოპოზიციას სათავეში და არ მიიღებს მონაწილეობასარჩევნებში, რატომ იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის დამაზიანებელი?

როგორც ჩანს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დიდი გაუგებრობაა იმასთანდაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი ლიდერი და ვინ წარუძღვება არჩევნების პროცესსიქიდან გამომდინარე, რომ მათ ლეგიტიმურ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებშიგამარჯვების არანაირი იმედი არ აქვთ.  ვფიქრობ, ხუთ პროცენტიანი ბარიერიც რომგადალახონ, მათთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება იმ გარემოებების გათვალისწინებით, რასაც ახლა ამ პოლიტიკურ ველზე ვხედავთ და ვაკვირდებით” –  განაცხადა  ეკასეფაშვილმა.

ის ასევე შეეხო პრეზიდენტის ირგვლივ  განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ამუკანასკნელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება არმიულოცა, ხოლო თავად მილოცვის ტექსტი, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, დაგვიანებით, უკანა რიცხვით გავრცელდა. ამ მოსაზრებას იზიარებს ეკა სეფაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ როგორც ჩანს, ეს ოფიციალური წერილი არ იყო თავის დროზეგახმოვანებული.

როგორც წესი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის განცხადებებს დროულადავრცელებს და მას მედიაში შესაბამისი გაშუქება ახლავს თან. რადგან ეს არ მომხდარა, საფუძვლიანია ის ვარაუდი, რომ მას არ მიულოცია ჩვენი ერთერთი ყველაზემნიშვნელოვანი სტრატეგიული მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტისათვის საპრეზიდენტოარჩევნებში გამარჯვება.

იმის  გათვალისწინებით, რომ მოვისმინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მილოცვასთანდაკავშირებით სხვადასხვა ვერსია, ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სიმართლეს არშეესაბამება ეს განცხადება.  არაკორექტული მგონია მათი მხრიდან ასეთი ქმედება,” – განაცხადა სეფაშვილმა.