“Politico”: “პოლონეთში ანტიუკრაინული განწყობა ძალადობაში გადაიზარდა”

54

გამოცემა “Politico” იუწყება, რომ პოლონეთში უკრაინელების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა.

2026 წლის პირველ ნახევარში 180 ასეთი ინციდენტი მოხდა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-იანი ზრდაა.

თებერვლიდან ივნისამდე პოლონელმა პროკურორებმა სასამართლოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების 283 საქმე შეიტანეს. ამ საქმეების 80%-ზე მეტ შემთხვევაში მსხვერპლი უკრაინელები იყვნენ. 2014 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს პოლონელების 51%-მა გამოხატა სიმპათია უკრაინელების მიმართ, 2026 წლის იანვრისთვის მხოლოდ 29%-მა გამოხატა ეს სიმპათია. ანტიპათია 38%-დან 43%-მდე გაიზარდა.

პოლონელები ურთიერთობების გაუარესებას ისტორიული დავებითა (45.4%) და უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალური შეღავათებით (36.4%) ხსნიან. მემარჯვენე პოლიტიკოსები არჩევნების წინ ამ განწყობას აქტიურად იყენებენ.

ერთმა უკრაინელმა ქალმა, რომელიც პოლონეთში 10 წელია, ცხოვრობს, გამოცემასთან ინტერვიუში აღიარა: „მეშინია საჯარო ადგილებში უკრაინულად ლაპარაკის და ვნერვიულობ ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ ან სტუმრად მოდიან“.

კიდევ ერთმა უკრაინელმა განაცხადა, რომ მეზობელი მას ლიფტში თავს დაესხა და უყვირა: „დაბრუნდი უკრაინაში და აუხსენი ზელენსკის, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა“.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში ორი კაცი უკრაინელების ცემის ფაქტზე დააკავეს.