2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 13%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 1.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.
2026 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია: სპირტიანი სამელები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, უალკოჰოლო სასმელები, თხილი, მოცვი, კურკოვანი ხილი, დაფნის ფოთოლი და სხვა პროდუქტები.


