საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს.
დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად.
გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება.
გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. საქმე ეხება ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.


