ბაღდათის 290 მოსწავლეზე გათვლილი N1 სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლდა

36

ბაღდათის 290 მოსწავლეზე გათვლილი N1 სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლდა.

დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია გაეცნო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,

შენობაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზო და სპორტული მოედანი. განახლდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაღდათის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განახორციელა.

default
default
default