„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე“, – განაცხადა გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა.
„მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან, სამშობლოში დაბრუნდნენ“, – აცხადებს ვაიდელი.


