პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა

12

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინა.

თამაზ ბორაშვილის ბიოგრაფია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდროდაა დაკავშირებული. წლების განმავლობაში ის სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2025 წლის 4 სექტემბრიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.