გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს.
გეკა გელაძემ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დღეს დატოვა. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.


