რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია კომპანია „გაზპრომ არმენიაზე” დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგისტრალურ გაზსადენზე ,,ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასია” დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 15-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში გაზსადენით სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება.
ამ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების შეუფერხებელი და საიმედო გაზმომარაგება შეზღუდვების გარეშე განხორციელდება შიდა რეზერვებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების ხარჯზე“, – ნათქვამია განცხადებაში.


