„ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა“, – აღნიშნა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.
ალიევმა თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ევროპარლამენტში მომხდარი ხმაურიანი სკანდალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ უწყებამ მომხდარზე რეაგირების ნაცვლად, ფაქტი მიჩქმალა.
„[ევროპარლამენტის] ვიცე-პრეზიდენტის სახლში ჩემოდნებში მილიონობით დოლარი იპოვეს და ეს ყველაფერი ისე მიჩქმალეს, თითქოს არაფერი მომხდარა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.


