პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
მანამდე, თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი 14 სექტემბერს წარადგინა.


