გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს. დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდა, პროკურატურა კი მიიჩნევდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაკითხულ პირთა ჩვენებები ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობას სრულად ადასტურებს.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ოთხივე ეპიზოდს, მათ შორის, საბავშვო ბაღებისა და ე.წ. ქოლცენტრების საქმეებს უტყუარად ამტკიცებს.