სამართალი

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია „პოსტვ“-ს პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს დააკავეს. მას პროკურატურამ მუქარის ფაქტზე ბრალდება 3 სექტემბერს წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 4 სექტემბერს შეუფარდა.