ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
„იუსტიციის დეპარტამენტი არარეგისტრირებული აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. ჩემი ახალი კანონპროექტი „ფარას“ კანონში ცვლილებას შეიტანს, რათა გავრცელდეს მისი მოქმედება ინფულენსერებზე, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები“.


