მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილისა და შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შორის შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის სექტორში არსებულ შთამბეჭდავ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პროექტებზე, რომლებიც საქართველომ და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციამ შესაძლოა, ერთობლივად წარადგინონ . აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობაზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ავიაციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალაზე.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებოდნენ.