„ასეთი გზავნილები არის მნიშვნელოვანი. ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგასა და სტრასბურგში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„ასეთი ტიპის გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას.
ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა და საჭიროა, ძალიან მკაფიოდ, სათანადო პოლიტიკისა და წითელი ხაზების შენარჩუნება. ამას ხელისუფლება მომავალშიც უზრუნველყოფს“, – განაცხადა პრემიერმა.


