სამართალი

გიორგი ჩახუნაშვილმა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა

გიორგი ჩახუნაშვილმა დანაშაული აღიარა და მოინანია. მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
მოსამართლე ბუგიანიშვილმა სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩახუნაშვილს მიმართა: „თავს სრულად გრძნობთ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ?”, რაზეც ჩახუნაშვილმა განაცხადა: „კი ბატონო“.

დანაშაული აღიარა 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა.

„თავს სრულად ვგრძნობ დამნაშავედ. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება“, – განაცხადა ზაქრო ალბუთაშვილმა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა.